პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მომავალი წლიდან საჯარო სექტორებში მომუშავე პირების ხელფასი 10%-ით გაიზრდება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 260 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, 312 ლარი იქნება.
„მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია საჯარო სექტორში ხელფასების მინიმუმ 10%-იანი ოდენობით მატება, რაც მომდევნო წლებშიც სისტემატიურად გაგრძელდება.
2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერთა პენსია 260 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები პენსიონერებისთვის, იქ არსებული დანამატის გათვალისწინებით, პენსია იქნება 312 ლარი; 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია შეადგენს 300 ლარს, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში, ამავე კატეგორიის პირთა პენსია 360 ლარი იქნება; ასევე, ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური დახმარება 22 ლარიდან 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე, 2021 წლის ივლისიდან გაორმაგდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების დახმარებაც, რომელმაც 100 ლარი შეადგინა თითოეულ ბავშვზე“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა