“მომავალი წლიდან “ომიკრონ” ვარიანტი საფრანგეთში დომინანტური გახდება”-განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა

by ნინო გიგიშვილი
0 comment

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტი ელვის სისწრაფით ვრცელდება ევროპაში და სავარაუდოდ მომავალი წლის დასაწყისისთვის საფრანგეთში დომინანტური გახდება.

საფრანგეთის მთავრობამ „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შესაჩერებლად დამატებითი ზომები მიიღო. კერძოდ, გაამკაცრა მიმოსვლა გაერთიანებულ სამეფოსთან, ვაქცინის მეორე და მესამე დოზით აცრებს შორის შუალედი შეამცირა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, შორ მანძილზე მგზავრობის შემთხვევაში, კოვიდ პასპორტების წარდგენა სავალდებულო გახადა.

გარდა ამისა, ყველა ოფიციალური საახალწლო ზეიმი და ფოიერვერკი გაუქმდა.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა, მომავალ წელს ახალ ზომებს გამოაცხადებს, რომლის მიზანი ვაქცინაციის ტემპის დაჩქარებაა.

“მიუღებელია, რომ რამდენიმე მილიონი ფრანგის უარი ვაქცინაციაზე საფრთხეში აგდებს მთელ ქვეყანას,“- აღნიშნა პრემიერმა.

You may also like

Leave a Comment