210
სახემწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ სოფელ წინაგარასთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებულებს წინასწარი პატიმრობები მიესაჯათ ერთი და ორი თვის ვადით.
„17 დეკემბერს „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ ვლადიმერ კანიაშვილს ერთთვიანი, ხოლო კახაბერ ნათაძეს ორთვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა“- განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ფაქტის შესახებ ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.