საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2784 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი

by ნინო გიგიშვილი
0 comment

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 054 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 443 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 611 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 906 965-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 070 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 854 630.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 024 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 37 206 ადამიანი.

You may also like

Leave a Comment