“მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს”-მიხეილ სააკაშვილი

by ნინი ფალავანდიშვილი
0 comment
“მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ შევხვდე მას ნებისმიერ დროს, კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ.”-ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.
ის ხელისუფლებას მარგველაშვილთან შეხვედრის ხელის არ შეშლისკენ მოუწოდებს.
​”მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს.
ასევე, მივესალმები “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.”-ნათქვამია განცხადებაში.
საზოგადოებისთვის, ცნობილია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაინტერესებულია საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრით.

You may also like

Leave a Comment