სამწუხაროდ 5 ივლისი ყოველწლიური გამოწვევა იქნება – ირაკლი კობახიძე

by ვაჩე ხრიკული
0 comment

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს გამოწვევაა სახელმწიფოსთვის და სამწუხაროდ ერთი შემთხვევით არ შემოიფარგლება. კობახიძის აზრით, სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალია უმცირესობების ყოველ მცდელობაზე, რაიმე საჯარო ღონისძიება ჩაატარონ.

“მომავალშიც რომ გავიხედოთ, სამწუხაროდ, ყოველ წელს გველოდება ჩვენ ეს გამოწვევა, რასაც ჰქვია ის, რომ არის ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც სურთ, კონკრეტული ღონისძიების ჩატარება და მათი კონსტიტუციური უფლებაა ეს, მაგრამ არის საზოგადოების მეორე ნაწილი და ისინი ორგანიზდებიან ხოლმე საკმაოდ დიდი რაოდენობით, როგორც ვხედავთ, რომლებსაც ამის დაშვება არ სურთ.

ანუ არის საზოგადოების კონკრეტულ წარმომადგენლებს შორის, რიცხოვნობასაც არ აქვს აქ არსებითი მნიშვნელობა, არის კონკრეტული დაპირისპირება, რაც ყოველწლიურად არის გამოწვევა და პრობლემა სახელმწიფოსთვის.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

You may also like

Leave a Comment