“პრეზიდეტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული კომპლექსური პროცესი, რომელიც არის ღია და გამჭვირვალე და არანაირად არ ატარებს საიდუმლო ხასიათს.”- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის განცხადებით, ბოლო დღეებია ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომლის წყაროც პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ არის.
“ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისში პრეზიდენტი უსმენს ყველას, მართავს შეხვედრებს და დაინტერესებულიასხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების მოსაზრებებით, ინიციატივებითა თუ პოზიციებით, ეს ყოველივე არის ერთი მთლიანიეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ პროცესში ჩართულები არიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ საზოგადოება და მათშორის, მსხვერპლთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პატრიარქთან, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან,გიორგი მარგველაშვილთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. პროცესი გრძელდება და პრეზიდენტიშეხვედრებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.”-ნათქვამია განვცელებულ განცხადებაში.