“მიხეილი უკრაინის მოქალაქედ რჩება. პრეზიდენტისთვის და მისი გუნდისთვის ეს ჩუმი ხმა არ არის”-ანდრეი ერმაკი

by ნინი ფალავანდიშვილი
0 comment

“მიხეილი უკრაინის მოქალაქედ რჩება. პრეზიდენტისთვის და მისი გუნდისთვის ეს ჩუმი ხმა არ არის.”-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა „ფეისბუკ“ გვერდზე დაწერა.

ერმაკი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს დაბადების დღეს ულოცავს და მას სულიერი სიმტკიცისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დასაბრუნებრლად ღონეს არ იშურებენ.

“დღეს არის მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღე, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ. მიხო ამ ეტაპზე მძიმე სიტუაციაშია, ამიტომაც მინდა, ვუსურვო მთავარი: ჯანმრთელობა, გამძლეობა და სულიერი სიმტკიცე, რომლის სესხებაც მას არ სჭირდება და სულ მასთან რჩება. ასევე, მიხეილი უკრაინის მოქალაქედ რჩება. პრეზიდენტისთვის და მისი გუნდისთვის ეს ჩუმი ხმა არ არის. მათგან განსხვავებით, ვინც მიჩვეულია ყველა თემის საკუთარ პიარ კამპანიად გადაქცევას. ჩვენ ღონეს არ ვიშურებთ, რომ ის უკრაინაში დავაბრუნოთ.”-ნათქვამია ერმაკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

You may also like

Leave a Comment