ნარკოდანაშაულისთვის 12 პირი დააკავეს, ამოღებულია 5 კილოგრამზე მეტი “ჰეროინი და 2 კილოგრამი ‘კოკაინი”,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მნიშვნელოვნად გამკაცრდა სასჯელი ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ. შსს-მ 2021 წელს 136 ნარკორეალიზატორი დააკავა.
“ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული ი. ჯ., 1967 წელს დაბადებული ს. შ., 1975 წელს დაბადებული კ. ქ., აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე – 1998 წელს დაბადებული რ. მ., 1985 წელს დაბადებული რ. გ., 1973 წელს დაბადებული ნ. ა. და 1984 წელს დაბადებული რ. ა., თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1974 წელს დაბადებული გ გ. და 1971 წელს დაბადებული ა. კ. დააკავეს.
ჩამოთვლილი პირების გარდა, ნარკოდანაშაულისთვის 2000 წელს დაბადებული გ.ქ. – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ხოლო 1980 წელს დაბადებული ზ.ბ. და 1986 წელს დაბადებული მ.გ. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ნარკოტიკების უკანონო გასაღების მცდელობა”,- წერია განცხადებაში.