“ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინმა 11 დღით სიცილი აკრძალა და ეს გამახსენდა ახლა მე იმაზე, რომ სააკაშვილმა თავის თანაპარტიელებს ჭამა აუკრძალა”,- ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დაწყებულ მასობრივი შიმშილობის აქტს.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ქმედება პიროვნული კულტის სფეროში გადადის.
“ეს არის ძალიან სამწუხარო ამბავი, როცა საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტიის წევრებს ასე აიძულებს მათი ხელმძღვანელი, რომ ჭამაზე უარი განაცხადონ. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინმა 11 დღით სიცილი აკრძალა და ეს გამახსენდა ახლა მე იმაზე, რომ სააკაშვილმა თავის თანაპარტიელებს ჭამა აუკრძალა. ძალიან სამწუხარო ამბავია, თუ ეს მართლაც ასეა და ნამდვილად არ მახარებს ეს, რომ სააკაშვილის დავალებით ამდენი ადამიანი შიმშილობის აქციას იწყებს. ეს უკვე პიროვნული კულტის სფეროში გადადის,”- განაცხადა სამხარაძემ.