“არავინ იფიქროს, რომ 2 დღეში და 2 თვეში დავდებთ მიშელის ახალ დოკუმენტს”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეროვნული თანხმობის შესახებ რეგიონებში აპირებს შეხვედრების გამართვას.
“გრძელი, რთული პროცესია, არავინ იფიქროს, რომ 2 დღეში და 2 თვეში დავდებთ მიშელის ახალ დოკუმენტს, ეს არ არის ამის მიზანი. მიზანია, გავიგოთ, რა იყო ჩვენი წარსული, რა იყო ამ წარსულში ისეთი რაღაცები, რაც უნდა გამოსწორდეს იმისთვის, რომ ის, რაც მოხდა, არასოდეს განმეორდეს.
ეს რთულია, ეს არის პროცესი, რომელშიც მთლიანად საზოგადოება უნდა იყოს ჩართული, ეს არ არის პროცესი მართული პოლიტიკური პარტიების მიერ და როცა ვამბობთ საზოგადოება, პირველ რიგში რეგიონებიც უნდა იყვნენ ჩართულები იმავე დონეზე და იმისთვის, რომ ეს პროცესის გამჭვირვალეობა იყოს ბოლომდე მიტანილი საზოგადოებამდე, მე ვაპირებ, რომ რეგიონებში გავმართო შეხვედრები”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.