“რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 23 დეკემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ჩვენი თანამემამულეები გიორგი მარკოზაშვილი, გიორგი დემურაშვილი, რამინ მჭედლიშვილი და ავთანდილ თომაშვილი გადმოვიყვანეთ.”-ამის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური პარლამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრსისას განაცხადა.
ანთაძის თქმით, პროცესში აქტიურად იყო ჩართული “ცხელი ხაზი”. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეები და საერთაშორისო პარტნიორები.
“მათი დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე გააქტიურდა ყველა არსებული ბერკეტი და მექანიზმი. ინტენსიური კომუნიკაცია წარმოებდა ცხელი ხაზის მეშვეობით, პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავჯდომარეები და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. შედეგად უკუნონოდ დაკავებული ჩვენი თანამოქალაქეები გამოყვანილი იქნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ისინი დღეს დაბრუნდებიან საკუთარ ოჯახებში.”-განაცხადა ანთაძემ.
“ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალებს ეკისრებათ.”-ნათქვამია სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.