“ყველანაირი დოკუმენტაცია გვაქვს, რომ 17 დეკემბერს გახსნის უფლება გვქონდა. სკრინებიც გვაქვს და ყველაფერი.”-ამის შესახებ კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“დაგვახარჯვინეს ფული, ჩვენ თვითონ შევინარჩუნეთ რეგულაციები, როდესაც თავის დროზე ჩვენ თვითონვე დავიხურეთ. 2 წელი საერთოდ არ ვმუშაობდით, 1 ივენთიც არ გამართულა აქ, შევიმუშავეთ რეგულაციები, ჩვენი სატესტო ივენთებით და ა.შ. კორდინაციებთან შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებში მოგვეცა გახსნის უფლება და ამის დამადასტურებელი საბუთები და ყველაფერი გვაქვს. და შემდეგ 17 დეკემბერს, როდესაც არსებული რეგულეციები დაგვეკმაყოფილებისთვის აურაცხელი თანხები დაიხარჯა, როგორიც არის ვენტილაცია და ა.შ. ერთი დღის შემდეგ დაგვლუქეს.”-აცხადებს ტატო გეთია.
გავრცელებული ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ კლუბი “ბასიანი” დალუქა. ადგილს სამართალდამცველები იცავენ. შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი 17 დეკემბერს გამართული ღონისძიების გამო დალუქეს.