“ჩემთვის დიდი პატივი იყო, ვყოფილიყავი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე”,-კახა კუჭავამ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის პოსტი დატოვა.
“ეს პერიოდი, საკმაოდ რთული გახლდათ როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ისე მის გარეთ განვითარებული პროცესებით. ამ ხნის განმავლობაში ვეცადე, ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე და იმედი მაქვს, ეს დიდწილად შევძელი. ყოველთვის მჯეროდა, რომ სწორედ პარლამენტია ის ადგილი, სადაც უნდა დაიწყოს გაერთიანება ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებისთვის.”-ამის შესახებ, კახა კუჭავა სოციალური ქსელის “ფეისბუქის” საშუალებით აქვეყნებს.
კახა კუჭავას ცნობით, მის პოსტს შალვა პაპუაშვილი დაიკავებს. ყოფილმა თავჯდომარემ თანამშრომლებს პროფესიონალისთვის მადლობა გადაუხადა და შალვა პაპუაშვილს წარმატება უსურვა.
“მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს მათი პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერებისთვის. რა თქმა უნდა, მადლობა გუნდს ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ვულოცავ, ჩემს მეგობარსა და კოლეგას, შალვა პაპუაშვილს და ვუსურვებ წარმატებას!”-ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, კახა კუჭავა პარლამენტის თავჯდომარის თანამდებობაზე 2021 წლის 27 აპრილს აირჩიეს. კუჭავამ სპიკერის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.