ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს თბილისის დროით 16:20 საათზე გაუშვებენ

ავტორი ვაჩე ხრიკული
ჯეიმს ვები

დაახლოებით ერთ საათში ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს, ანუ კაცობრიობის მიერ შექმნილ ყველაზე მძლავრ კოსმოსურ ობსერვატორიას გაუშვებენ.

გაშვებას ახორციელებს ევროპული კოსმოსური სააგენტო საფრანგეთის გვინეადან. მას რაკეტა “არიანე 5” წაიღებს.

ტელესკოპი დედამიწიდან  დაახლოებით 1.6 მილიონი კილომეტრით დაშორებულ ორბიტაზე განთავსდება, ანუ ოთხჯერ უფრო შორს ვიდრე მთვარე და იგი მზის გარშემო იმოძრავებს. ამის გამო მისი შეკეთების საჭიროების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება ასტრონავტების გაგზავნა,.

ახალი ტელესკოპის შექმნა 2004 წლიდან დაიწყო და მასზე ათასობით მეცნიერი მუშაობდა, დაიხარჯა 10 მილიარდ დოლარზე მეტი. იგი კაცობრიობას დაეხმარება გაიხედოს უფრო შორს, ვიდრე ოდესმე შესაძლებელი ყოფილა და დაინახოს დიდი აფეთქების შემდგომი სამყაროდან წამოსული სინათლის კვალი.

You may also like

დატოვეთ კომენატრი