აკაკი მინაშვილი-“კახა კუჭავა ზომიერ პოლიტიკოსად აღიქმებოდა”

by ნინო გიგიშვილი
0 comment

კახა კუჭავა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აკაკი მინაშვილმა კახა კუჭავას მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლება შიდა კარის თამაშებით არის დაკავებული – კუჭავა კი ზომიერ პოლიტიკოსად აღიქმებოდა, უფრო ხისტი პოლიტიკოსი მოიყვანეს პარლამენტის თავმჯდომარედ.

„საკადრო ცვლილებები და გადაადგილებები ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებებს არ იწვევს. ყოველი შემდგომი საკადრო გადაადგილება უარეს შედეგს გვაძლევს. ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა. ამ მძიმე მდგომარეობის პირობებში, ხელისუფლება შიდა კარის თამაშებით არის დაკავებული. ცხადია, ეს არის გარკვეულწილად კლანებს შორის გადანაწილება. კახა კუჭავა ზომიერ პოლიტიკოსად აღიქმებოდა, უფრო ხისტი პოლიტიკოსი მოიყვანეს პარლამენტის თავმჯდომარედ“,- აღნიშნავს მინაშვილი.

ცნობისათვის, კახა კუჭავას პარლამენტის თავჯდომარის პოზიციაზე შალვა პაპუაშვილი ჩაანაცვლებს.

You may also like

Leave a Comment