ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 090 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე დადასტურდა 922 707 შემთხვევა.
ჩატარდა 48 640 ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 4.30%-ია; ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.12%; ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.41%.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 76 ადამიანი. პანდემიას საქართველოში 13 443 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 090 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა – 155, იმერეთი – 309, ქვემო ქართლი – 93, შიდა ქართლი – 115, გურია – 74, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 150, კახეთი -131, მცხეთა-მთიანეთი -66, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 31 216 საიდანაც:
5 157 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 138, აჭარაში – 528, იმერეთში – 995.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 276 პირი, მათ შორის, თბილისში – 560, აჭარაში – 127, იმერეთში – 321.
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 303 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 36, იმერეთში – 37.
- 977 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 611 – თბილისში, 240- აჭარაში.