აკო ჭელიძემ ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა, გიორგი კავილაძე კი მხოლოდ შეუტყობინებლობას აღიარებს 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

ნიკა კვარაცხელიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა.

ჭელიძის განცხადებით, დანაშაული მან ჩაიდინა, თუმცა თანამზრახველი არ ჰყოლია და წაყენებული ბრალდება, რომელიც ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავება, არასწორია.

“ეს დანაშაული არის ჩემი ჩადენილი, არ მყოლია თანამზრახველი და არ ჩამიდენია ჯგუფურად” – განაცხადა ჭელიძემ.

მეორე ბრალდებული გიორგი კავილაძე კი მკვლელობის ნაწილში ბრალს არ აღიარებს, თუმცა აღიარებს დანაშაულის შეუტყობინებლობას.

“რაც შეეხება ბრალს, დავიწყებ იარაღის ჯგუფურად ტარებით, ჩემთვის გაუგებარია და წარმოუდგენელია, როგორ უნდა ატაროს ერთდროულად ორმა ადამიანმა ერთი იარაღი. მე არ ვაღიარებ ამ ბრალს, თუმცა, არ ვიტყვი რომ სრულიად უდანაშაულო ვარ და ანგელოზი ვარ, დამნაშავე ვარ, რომ არ წავედი პოლიციაში და მომხდართან დაკავშირებით არ განვაცხადე, მზად ვარ, ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავაკეთო. ადამიანი არის გარდაცვლილი, ამას მე მაბრალებენ, ზუსტად ამ ბრალდების გამო ვარ საპატიმროში. მზად ვარ, სასამართლოს მოვახსენო, რა მოხდა ჩემს თავს”,- განაცხადა კავილაძემ.

15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლა განახორციელეს. ქართული სოციალური ქსელის, Feedc-ის დამფუძნებელი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პირი, რომელმაც კვარცხელიას ესროლა შემთხვევის ადგილიდან თანამზრახველთან ერთად, ნაქირავები მანქანით მიიმალა. პოლიციამ მკვლელობის ფაქტზე, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში 7 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად ჰქონდათ წარდგენილი.

პროკურატურამ გიორგი კავილაძესა და აკო ჭელიძეს ბრალი ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით წარუდგინა.

You may also like

Leave a Comment