თურქული წამლის იმპორტი ბაზარს გააიაფებს – ირაკლი ღარიბაშვილი

by ვაჩე ხრიკული
0 comment

„თურქეთში ძალიან განვითარებულია ფარმაცევტული სფერო, ბიზნესი. უმაღლესი ტექნოლოგიების ფარმაცევტული ქარხნები დადგეს ბოლო წლებში და ეს ყველა ნორმალური და ცივილიზებული ქვეყნის მიერ არის აღიარებული. თურქეთიდან დღეს რატომღაც აკრძალულია წამლების შემოტანა, იმპორტი. დავსვი კითხვა, რატომ?”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამედიცინო სფეროში ცვლილებები დაანონსა ახალი ჯანდაცვის მინისტრის თაოსნობით.

„მედიკამენტების ფასები რომ გაზრდილია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. მე მქონდა აბსოლუტურად ღია და გულწრფელი საუბარი ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლებთან. ბაზრის  ყველა მსხვილი მოთამაშე მოვიწვიეთ, მათ ღიად ვესაუბრე, ვუთხარი, რომ ეს არის ჩვენი სურვილი. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე მათგანაც და ახლა, როგორც კი ახალი მინისტრი შევა, მაქვს უკვე დაგეგმილი ორი-სამი ისეთი ნაბიჯი, რომელიც პირდაპირ დაარტყამს მედიკამენტების ფასებს. ბაზარს დავარეგულირებთ, კიდევ უფრო გავხსნით, კიდევ უფრო გავამარტივებთ ხარისხიანი მედიკამენტების იმპორტს, რომ მოსახლეობას უფრო ფართო არჩევანი ჰქონდეს, ეს ერთი და მეორე, ნაკლები გადაიხადონ ჯიბიდან“- განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

 

You may also like

Leave a Comment