ივანე ჩხაიძე: საქართველოში პანდემიის მეხუთე ტალღა დასრულების მრუდზეა

by მარიამ მებონია
0 comment

პანდემიის მეხუთე ტალღა საქართველოში დასრულების მრუდზეა – ქვეყანაში მეექვსე ტალღა „ომიკრონის“ ვირუსით იქნება განპირობებული“, -ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის თავისუფალი საწოლების რაოდენობა 3 500-ზე მეტია , ეს კი პირველი შემთხვევაა ბოლო 2 თვის განმავლობაში.

„4 ოქტომბრიდან დღემდე, ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ათასს პირველად ჩამოცდა. შესაბამისად, შეგვიძლია მეტ-ნაკლები სიზუსტით ვთქვათ, რომ კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, შემცირებისკენ მიდის. ციფრები და ბოლო კვირის საშუალო მაჩვენებელი მიუთითებს, რომ პანდემიის მეხუთე ტალღა საქართველოში დამთავრების მრუდზეა. ამის მიმანიშნებელი არ არის მხოლოდ ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა. ამის მიმანიშნებელია აქტიური შემთხვევების რაოდენობა, საწოლფონდი, კერძოდ, თავისუფალი საწოლების რაოდენობა, რომელიც 3500-ზე მეტია. ამდენი თავისუფალი საწოლი არ ყოფილა ბოლო 2 თვის განმავლობაში “, – ამბობს ივანე ჩხაიძე.

You may also like

Leave a Comment