მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიდან გადაყვანა სცადეს- სახალხო დამცველი

by ვაჩე ხრიკული
0 comment

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ანა ჯანიაშვილი მიხეილ სააკაშვილთან მოსანახულებლად შევიდა. ჯანიაშვილის განცხადებით, სააკაშვილი  მოუყვა თუ როგორ სცადეს მისი ჰოსპიტალიდან გაყვანა და ამის გამო გონება დაკარგა.

“დღეს მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი. მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ საღამოს საათებში მასთან შევიდნენ და აცნობეს, რომ ხდებოდა მისი ჰოსპიტალიდან გაყვანა, რის გამოც მან გაუწია წინააღმდეგობა. შემდეგ უკვე აღარ ახსოვს რაღაც ეტაპი. როდესაც გონებაზე მოვიდა უთხრეს, რომ აღარ მოხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა. სად გადაჰყავდათ, არ ვიციო, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს, მოვითხოვე, მაგრამ არ მითხრესო. ამ ინფორმაციის ცნობის შემდეგ წნევამ ამიწიაო, შემდეგ დასტაბილურდა. ამ ემოციური ფონის შემდეგ, ჰოსპიტალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მდგომარეობის დასტაბილურებამდე მისი გადაყვანა შეჩერდა.

მე, პირადად ფიზიკური დაზიანებები არაფერი შემიმჩნევია და არც თვითონ არაფერი უთქვამს ამის თაობაზე. არ აღუნიშნავს, რომ ძალის გამოყენება მოხდა.  მისი ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა ჰოსპიტალიდან გაყვანა და ამას გაუწია წინააღმდეგობა. შემდეგ უკვე აღარ ახსოვს და როცა მოვიდა გონებაზე, ექიმმა განუმარტა, რომ ის რჩებოდა ჰოსპიტალში”- განაცხადა სახალხო დამცველის თანამშრომელმა.

You may also like

Leave a Comment