საქართველოში “ომიკრონის” 60-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

by მარიამ მებონია
0 comment

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში “ომიკრონის” 63 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებულია.

მისივე თქმით, დაავადება ყველა შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს. ამასთან , ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ 2-3 კვირის ფარგლებში „ომიკრონი“  საქართველოში შესაძლოა, „დელტასთან“ მიმართებით დომინანტი გახდეს.

„დღეს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 63 შემთხვევა. ვპროგნოზირებთ, რომ 2-3 კვირის ფარგლებში „ომიკრონი“ ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლოა, „დელტასთან“ მიმართებით დომინანტი გახდეს. 63 შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია, თითქმის ყველას კონტაქტების და ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. დაავადების მძიმე მიმდინარეობა არ არის. ინფიცირებულების უმრავლესობა აცრილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

You may also like

Leave a Comment