199
87 ერთის წინააღმდეგ – შალვა პაპუაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს. მან თანამდებობაზე კახა კუჭავა ჩაანაცვლა.
პაპუაშვილის თქმით, თანამდებობა თითოეული დეპუტატისადმი სამართლიან მიდგომას ავალდებულებს.
„თუ თქვენი გულწრფელი სურვილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ყველას თავმჯდომარე იყოს, გულწრფელი იყავით მაშინაც, როდესაც ახლა გადაწყვეტილებას მიიღებთ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით – თუ გინდათ, ვითანამშრომლოთ, თქვენგან შემხვედრი ნაბიჯი იქნება, რომ ამ თანამდებობაზე ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭიროთ,- განაცხადა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის რიგით მესამე დავმჯდომარეა.