226
ფრანგმა მეცნიერებმა კორონავირუსის კიდევ ერთი შტამი აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე უცნობი შტამი კამერუნიდან დაბრუნებულ ადამიანს აღმოაჩნდა, რომელმაც, თავის მხრივ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში, სავარაუდოდ, 12 ადამიანი დააინფიცირა. ინფიცირებულებისგან მიღებულმა ტესტმა „მუტაციის ატიპიური კომბინაცია“ აჩვენა. კორონავირუსის ამ ახალმა შტამმა დროებით აღნიშვნა B.1.640.2 მიიღო.
წინასწარი კვლევებით, ახალ შტამში 46 მუტაცია გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით, შესაძლებელია, რომ აღნიშნული შტამი კიდევ უფრო მეტად გადამდები იყოს, თუმცა ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ არსებობს, რადგან კვლევა საწყის ეტაპზეა.
ამჟამად საფრანგეთში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი დომინირებს, რომელიც ინფიცირების 60%-ზე მეტს შეადგენს.