მაღალმთიან აჭარას დიდთოვლობის გამო დენი შეფერხებით მიეწოდება

by ვაჩე ხრიკული
0 comment

ჭარბად მოსული თოვლის გამო აჭარის მაღალმთიან რეგიონში ელექტრო ენერგიის მიწოდება შეფერხდა. გართულებულია საავტომობილო გადაადგილებაც.

ხულო- გოდერძის გზის მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაც კი შეზღუდულია გადაადგილება. თუმცა დღეს რეგიონში გამოიდარა და აჭარის საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, სწრაფი ტემპით ხდება გზების გაწმენდა.

“ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გადამცემი ხაზების აღდგენის პროცესი.

You may also like

Leave a Comment