ყაზახეთში რუსული სამხედრო დანაყოფის პირველი ნაწილი ჩაფრინდა 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის (ОДКБ) კონტინგენტის რუსული ნაწილის პირველი დანაყოფები ყაზახეთში ჩაფრინდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის კონტინგენტი უნდა დაეხმაროს ყაზახურ ძალებს, რომ ჩაახშონ პროტესტი და არეულობა.

ОДКБ-ს დახმარების თხოვნით ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ ტოყაევმა მიმართა.

ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქალაქის ცენტრში ისმის სროლის ხმა.

You may also like

Leave a Comment