პარლამენტში შალვა ნათელაშვილის შესვლის საკითხი ფეისბუქზე გამოკითხვით გადაწყდება

by ვაჩე ხრიკული
0 comment

“ლეიბორისტული პარტიის” წევრმა გიორგი გუგავამ განაცხადა, რომ შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლის საკითხზე ფეისბუქის გამოკითხვას ჩაატარებენ შედეგის მიხედვით შევა ან არ შევა. მისი თქმით პარტიაში კვლავაც მიმდინარეობს საკითხზე მსჯელობა და დაახლოებით ორი კვირის ვადაში საზოგადოებას მათ გადაწყვეტილებას გააცნობენ.

 

„მას შემდეგ, რაც დაირღვა საერთო ოპოზიციური ბოიკოტი და სამწუხაროდ, შევიდნენ გაყალბებულ პარლამენტში, საკრებულოებში და დღემდე არ აპირებენ გარეთ გამოსვლას, პარტიაში დაიწყო მსჯელობა, ხომ არ გადაგვეხედა ჩვენს გადაწყვეტილებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ შევიდეთ პარლამენტში. ამასთან დაკავშირებით გაიმართება გამოკითხვები, ჩვენს ამომრჩეველს შორის, მათ შორის ფეისბუქგამოკითხვები.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, მას შემდეგ, რაც საერთო ოპოზიციურმა ბოიკოტირებამ დაკარგა შინაარსი, ვინაიდან ვერ გამოგვყავს გარეთ ოპოზიციის ე.წ წარმომადგენლები, მათი იქ ურჩევნიათ ყოფნა, პარტიამ ეფექტურად უნდა გამოიყენოს ეს ტრიბუნა იმისთვის, რომ მოხდეს რეჟიმის მხილება, რათა ოდნავ მაინც შევაჩეროთ ის დამღუპველი გადაწყვეტილებები, რასაც ლამის ყოველდღიურად იღებენ და ყელში ყულფს უჭერენ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოკითხვა როგორიც იქნება, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ჩვენი ამომრჩეველი, იმის მიხედვით გადავწყვეტთ.

შალვა ნათელაშვილი თავს იკავებს, უფრო იხრება არშესვლისკენ, მაგრამ პარტიაში სხვა მოსაზრებებია. ბოლო ერთი თვეა, ეს მსჯელობა დაწყებულია. ამ გამოკითხვებს დავიწყებთ და ვფიქრობთ, ორ კვირაში ეს პროცესი დასრულდება, გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას.“ – განაცხადა გიორგი გუგავამ.

You may also like

Leave a Comment