ქუთაისის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ავიარეისები კვლავ შეჩერებულია

by ვაჩე ხრიკული
0 comment

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით კვლავ შეჩერებულია ავიარეისები. უკანასკნელი ფრენა დედაქალაქ ნურ-სულთანის მიმართულებით სამი დღის წინ შესრულდა, მას შემდეგ კი მიმოსვლა შეჩერებულია.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურის ცნობით, შეფერხება ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება და ჯერჯერობით უცნობია თუ როდის აღდგება საჰაერო მიმოსვლა.

You may also like

Leave a Comment