ყაზახეთის პრეზიდენტი: ყაზახეთის კონტრტერორისტული მოქმედებები უნდა გაგრძელდეს მებრძოლების სრულ განადგურებამდე

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“კონტრტერორისტული მოქმედებები უნდა გაგრძელდეს მებრძოლების სრულ განადგურებამდე” – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გასული ღამეს განხორციელებული ოპერაციების შეჯამებების ​განაცხადა. მან დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის ძალების ლიდერებთან შეხვედრა გამართა და გასული ღამის ოპერაცია შეაჯამა.

“ანტიტერორისტული ოპერაცია დაწყებულია. სამართალდამცავები ინტენსიურად მუშაობენ. კონსტიტუციური წესრიგი ძირითადად ქვეყნის ყველა რეგიონში აღდგა. ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციას აკონტროლებს. მაგრამ ტერორისტები აგრძელებენ იარაღის გამოყენებას და მოქალაქეების ქონების დაზიანებას. ამიტომ, კონტრტერორისტული მოქმედებები უნდა გაგრძელდეს მებრძოლების სრულ განადგურებამდე“ – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

ყაზახური მედია “ხაბარ 24“-ის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში „ქვეყანაში 3 000-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს, დაჭრილია 18 პირი, 26 კრიმინალის ლიკვიდაცია მოხდა“.

გუშინ ყაზახეთში რუსეთმა თავის სამხედრო დანაყოფები, ე.წ. მშვიდობისმყოფელები შეიყვანა.

You may also like

Leave a Comment