250
გორში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება გრძელდება. ტყუპი ძმის მკვლელობისთვის დაკავებული ახალგაზრდა მამაკაცი ორ თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ბრალდებული, ვანო ხუთარაშვილი და მისი ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან.
ტყუპი ძმების ოჯახის წევრების თქმით, ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცის გადარჩენა შესაძებელი იყო, თუმცა სასწრაფო დახმარების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გვიან მივიდა. ასევე მათი თქმით, გარდაცვლილი ტყუპისცალი ვანო ხუთარაშვილმა არა განზრახ, არამედ შემთხვევით მოკლა.
ცნობისთვის, მკვლელობა 31 დეკემბერს მოხდა, როდესაც ტყუპისცალმა ძმამ ტყუპისცალი ძმა მოკლა. სასამართლომ ვანო ხუთარაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა