იან სტოლტემბერგი-“უნდა გვესმოდეს, რომ ნატოს გაფართოება ძალზე მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, სიმშვიდის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”

by ნინო გიგიშვილი
0 comment

“ნატო აგრძელებს საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას და ქვეყნებთან მუშაობას” –  ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტემბერგმა გამაცხადა.

იან სტოლტემბერგი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა, რის შემდეგაც გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელებაში დახმარებას გულისხმობს.

“ვფიქრობ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნატოს გაფართოება ძალზე მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, სიმშვიდის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ნატოსა და ევროკავშირის გაფართოება ბოლო ათწლეულების განმავლობაში მართლაც დაეხმარა ევროპას დემოკრატიული თავისუფლების გავრცელებასა და განმტკიცებაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატომ იძულებით გააწევრიანა ქვეყნები ალიანსში, არამედ ეს იყო დამოუკიდებელი ქვეყნების მიერ მიღებული თავისუფალი გადაწყვეტილებები და ამ პროცესის შემდეგ ალიანსში ახალი წევრები მივიღეთ. ისინი გვეხმარებიან მთელს ევროპაში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში.”

იან სტოლტემბერგის თქმით, მას სჯერა, რომ რეფორმები მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან ეს ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილების გზაა. მისი თქმით, ისინი გააგრძელებენ მზარდაჭერასა და მუშაობას საქართველოსთან და უკრაინასთან .

You may also like

Leave a Comment