230
ოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავანის უღელტეხილის მონაკვეთზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოძრაობის სპეციალურ რეჟიმს აწესებს.
უამინდობისა და ქარბუქის საშიშროების გამო, ამავე მონაკვეთზე, ყოველდღე 20:00 სთ-დან 08:00 საათამდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. თუმცა შეზღუდული არ იქნება ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტომობილების მოძრაობა.