ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, შესაძლოა, ჩინეთში იმყოფება.

by ნინო გიგიშვილი
0 comment

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი, შესაძლოა, ჩინეთში იმყოფება. ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა lenta.ru პოლიტოლოგ არკადი დუბნოვის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

დუბნოვი  აღნიშნავს, რომ ნაზარბაევის ნათესავი კაირატ სატიბალდი, დუბაიში დააკავეს.

7 იანვარს პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და მისმა ქალიშვილებმა ქვეყანა დატოვეს. ადგილობრივი მედიის Orda.kz-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ამჟამად მხოლოდ ნაზარბაევის უფროსი ძმა, ბოლათ ნაზარბაევი რჩება. ნურსულთან ნაზარბაევი საზოგადოებაში ბოლოს 27 დეკემბერს გამოჩნდა. მან სანკტ-პეტერბურგში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) არაფორმალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა.

You may also like

Leave a Comment