10 იანვარი ყაზახეთის პრეზიდენტმა გლოვის დღედ გამოაცხადა

by ნინო გიგიშვილი
0 comment

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

„მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო, რომელიც ყაზახეთის სხვადასხვა რეგიონში მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა გამოიწვია, 2022 წლის 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა”, – წერია ყაზახეთის პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებაში.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ თოყაევმა ოპერატიული შტაბის სხდომა გამართა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ალმათასა და სხვა ქალაქებში, რომლებიც დაპირისპირების დროს დაზიანდა, აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

You may also like

Leave a Comment