დღეს ყაზახეთიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაბრუნდა

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

დღეს საქართველოში ყაზახეთიდან 87 მგზავრი ჩამოფრინდება, მათ შორის საქართველოს 60-მდე მოქალაქე დაბრუნდება.

ყაზახეთის რესპუბლიკიდან, აქტაუსა და ატირაუს აეროპორტებიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ორი რეისი განხორციელდა.

ამასთან, ატირაუს და აქტაუს მიმართულებით ქუთაისის აეროპორტიდანაც განახლდა ფრენები. აღნიშნულ რეისებზე ჯამში 200-ზე მეტი ადამიანი იყო დარეგისტრირებული.

ყაზახეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები 4 იანვარს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ თხევადი აირის ფასის მნიშვნელოვანი ზრდის შესახებ განაცხადა. აქციები მალევე გადაიზარდა საპროტესტო არეულობაში. ამჟამად დაკავებულია 6000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 164 ადამიანი დაიღუპა. ყაზახეთის ქალაქებში სამართალდამცველები განაგრძობენ დემონსტრანტების დაკავებას. პარალელურად ქვეყანაში შესულია რუსეთის სამხედრო დანაყოფები, ე.წ. “სამშვიდობოები”. BBC-ის ცნობით, ქუჩებში სროლის ხმა ისმის.

You may also like

Leave a Comment