ასეთი რიტორიკით საუბარი არ მგონია სწორი – ჰერმან საბო სააკაშვილზე

by ვაჩე ხრიკული
0 comment

საქართველოს პარლამენტისა და პარტია “გირჩის” წევრი ჰერმან საბო მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა “შავი სიების” შექმნის შესახებ და არასწორი რიტორიკა უწოდა.

მისი თქმით, თუკი ვინმე უნდა დაისაჯოს, მაშინ ყველა პერიოდს უნდა შეეხოს დასჯა.

„ასეთი რიტორიკით საუბარი არ მგონია, სწორი იყოს მაშინ, როდესაც თან შერიგებას ითხოვს ბატონი ყოფილი პრეზიდენტი. არასწორია, ახლანდელ გადაცდომებს გაუსვა ხაზი და ასეთი შავი სია შექმნა, როდესაც შენივე პერიოდში გადაცდომებზე შავი სია არ შექმნილა. თუ შერიგება და ერთმანეთის პატიებაა, მაშინ ახლანდელიც უნდა ვაპატიოთ და მაშინდელიც. თუ არ ვპატიობთ და ომს ვაგრძელებთ, მაშინ შავი სიები ყველა პერიოდისთვის გვჭირდება და მაშინ ყველა უნდა დაისაჯოს, თუ ამ რიტორიკას მივყვებით“, –  განაცხადა ჰერმან საბომ.

You may also like

Leave a Comment