გამყრელიძე: თებერვლის პირველ რიცხვებში დღიურად შეიძლება იყოს 60 000-მდე შემთხვევა

by მარიამ მებონია
0 comment

ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება, იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ  საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, აქედან შეიძლება გამოვლინდეს 20-30% და დღიურად დადასტურებული შემთხვევები 10 000- 15 000 ფარგლებში მერყეობდეს.

“ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება, იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც გამოვლინდება დაახლოებით 20-30%. შეიძლება გვქონდეს დღიურად 10 000- 12 000, 15 000 შემთხვევის დატვირთვა და ძირითადი დატვირთვა მაინც ამბულატორიულ სექტორზე იქნება, მაგრამ კლინიკებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთდროულად გვქონია მაქსიმუმ 6 500-  7 000-მდე შემთხვევა”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ცნობისთვის, 11 დეკემბრის მონაცემებით,საქართველოში კორონავირუსის  5 486 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.

ბოლო 24 საათში  10 881 აცრა ჩატარდა.

 

You may also like

Leave a Comment