სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი მენაბდე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით, მას 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თუმცა, სასჯელი ერთი მეოთხედით შემცირდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით.
შესაბამისად, გიორგი მენაბდეს დავით სარალიძის მკვლელობისთვის თავისუფლება 10 წლითა და 6 თვით აღეკვეთება.
მენაბდის ადვოკატის დავით დადიანის განცხდებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
“სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი, არ ვიცით გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებსაც დაეყრდნო სასამართლო. გამომდინარე აქედან, ველოდებით წერილობით როდის გადმოგვეცემა განაჩენი და ამის მიხედვით მოვიქცევით შემდგომ. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება”,- განაცხადა დადიანმა.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტზე გიორგი მენაბდე 15 აპრილს დააკავა. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის მუხლით მიმდინარეობს. გიორგი მენაბდესთან ერთან ამ საქმეში ბრალდებულია გიორგი ჯანაშია და მიხეილ კალანდია.
მიხეილ კალანდიას, სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.
222