თამარ გაბუნია: მიმდინარეობს მუშაობა თურქეთიდან მედიკამენტების აღიარებითი რეჟიმით შემოტანის მექანიზმზე, როგორც ეს რიგ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაა

by მარიამ მებონია
0 comment

მიმდინარეობს მუშაობა თურქეთიდან მედიკამენტების აღიარებითი რეჟიმით შემოტანის მექანიზმზე, როგორც ეს რიგ სხვა ქვეყნებთან მიმართებითაა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა და მალე ჩამოყალიბებული იქნება კონკრეტული გეგმა, რათა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს მოკლე და შემდგომ უკვე გრძელვადიანი ინტერვენციების შესახებ.

„ასევე მიმდინარეობს მუშაობა მთელ რიგ სხვა მეტად კომპლექსურ საკითხებზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ხელი შევუწყოთ ბაზარზე გენერიული მედიკამენტების ხელმისაწვდომობას, რაციონალურ ფარმაკოთერაპიას, რაც შესაძლებელი იქნება გაიდლაინების მეტად აქტიურად დანერგვის გზით. ასევე საუბარია იმაზე, როგორ გახდეს ფასწარმოქმნის პროცესი მეტად გამჭვირვალე. ვფიქრობ, მოკლე ხანში იქნება ჩამოყალიბებული მეტად კონკრეტული გეგმა იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს მოკლე და შემდგომ უკვე გრძელვადიანი ინტერვენციები”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

 

You may also like

Leave a Comment