ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების -მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ, მხარეები კი რეპლიკებით ისარგებლებენ,ამის შემდეგ მოსამართლე განაჩენის გამოსატანად ან სათათბიროდ გავა, ან ადგილზე თათბირითვე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას პროკურატურა მამუკა ხაზარაძისთვის და ბადრი ჯაფარიძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.