კონტაქტში მყოფი პირების, ინფიცირებულებისთვის საკარანტინო და იზოლაციის ვადები მცირდება

by დიანა ჩირგაძე
0 comment

კონტაქტში მყოფი პირების, ინფიცირებულებისთვის საკარანტინო და იზოლაციის ვადები მცირდება, ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს.
მისივე ინფორმაციით, კარანტინისა და იზოლაციის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით მომზადებული აქვთ პროტოკოლი, რასაც უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ერთად განიხილავენ.
„გიდასტურებთ, საკარანტინო და იზოლაციის ვადების შემცირებაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს მომზადებული აქვს პროტოკოლი. ერთი პროტოკოლი უკვე გადაგზავნილია ჯანდაცვის სამინისტროში, კერძოდ, კონტაქტირებული პირების. ასევე დღეს გადაიგზავნება ინფიცირებული პირების. დღეს ან ხვალ ერთობლივად განვიხილავთ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან და მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება. გიდასტურებთ, შემცირდება ვადები როგორც კონტაქტირებულებისთვის, ისე ინფიცირებულებისთვის გონივრულ და აღსრულებად ვადამდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

You may also like

Leave a Comment