მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ თავისი სასამართლო პროცესიდან გააძევა

by დიანა ჩირგაძე
0 comment

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლოს მსვლელობის დროს პროკურორებსა და ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს შორს სიტყვიერი დაპირისპირები მოხდა რის შემდეგაც, მოსამართლე გიორგი არველაძემ ხაზარაძეს სასამართლო პროცესი დაატოვებინა.
ბრალდებულების გაღიზიანება პროკურორის რეპლიკამ გამოიწვია.
“3 წელია ამ სისულელეს ვისმენთ”,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, რასთან დაკავშირებითაც, პროკურომა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ “სიმართლე მწარეა”.
“მაგ სიმართლით იარე, 3 წელია, ბოდავ”,- მიმართა მამუკა ხაზარაძემ პროკურორს, რის შემდეგაც პროკურორმა გიორგი მიქავამ ხაზარაძეს უთხრა, რომ “3 წელია, მან ზრდილობა ვერ ისწავლა”.
“ვის ელაპარაკები ზრდილობაზე, რამე არ შეგეშალოს! თქვენ გონზე ხართ საერთოდ რას ლაპარაკობთ? შენ გგონია 9 წლის მეშინია? ციხეში წასვლის მეშინია?”,- განაცხადა ხაზარაძემ, რის შემდეგაც მას მოსამართლემ სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.

You may also like

Leave a Comment