მოსამართლე ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენს ხვალ გამოაცხადებს

by მარიამ მებონია
0 comment

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე, რომელზეც ბრალდებულები ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაძარაძე და ავთანდილ წერეთელი არიან, მოსამართლე გიორგი არევაძე სათათბიროდ გავიდა. ის აღნიშნულ საქმეზე განაჩენს ხვალ, 11:00 სთ-ზე გამოაცხადებს.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის  უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

You may also like

Leave a Comment