12 იანვარს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

by მარიამ მებონია
0 comment

თელასის ინფორმაციით, თბილისის ნაწილს 12 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, მიზეზი გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებაა.

შეზღუდვები შემდეგ რაიონებს შეეხება:

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, პატარა ტბის, კოტე მარჯანიშვილის და კარლო მებაღიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

You may also like

Leave a Comment