232
2021 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით საარსებო მინიმუმის რაოდენობა შემცირდა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 223,5 ლარი შეადგინა, რაც 20 თეთრით ნაკლებია ნოემბრის მაჩვენებელზე, 223,7 ლარზე.
საარსებო მინიმუმი 40 დასახელების პროდუქტის მქონე სასურსათო კალათაზე დაყრდნობით გამოითვლება. იგი გათვლილია შრომისუნარიანი მამაკაცისთვის საჭირო საკვების რაოდენობაზე, რაც ადამიანის ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობას უზრუნველყოფს.