243
საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის, “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ცესკოს” თავმჯდომარეობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის შესაძლო მხარდაჭერაზე ისაუბრა. მისი თქმით, პარტიას ჯერ არ გადაუწყვიტავს მხარს დაუჭერს თუ არა, თუმცა საწინააღმდეგო მიზეზი არ აქვთ.
„არგუმენტი – რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი კლანდარიშვილს, არ გვაქვს. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, არჩევნების დღეს, ცესკო მუშაობდა ორგანიზებულად და ეფექტურად. შესაბამისად, გიორგი კალანდარიშვილს აღნაგობით ან გვარიშვილობით ხომ არ დავიწუნებთ? – არგუმენტი რატომ არ უნდა დავუჭიროთ მხარი, არ გვაქვს, თუმცა, დავუჭერთ თუ არა, გადაწყვეტილი არ გვაქვს“– განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.