261
15 იანვრის მონაცემებით საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 1 189 398 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 41.4%-ს შეადგენს. ინფორმაციას NCDC ავრცელებს.
ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე ჯამში 2 603 603 აცრაა ჩატარებული. ბოლო 24 საათში კი 5 631 ადამიანი აიცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 18 წელს გადაცილებულთა 45.5% – 1 306 788 ადამიანი.
15 იანვრის მონაცემებით კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა 105 552 ადამიანს აქვს გაკეთებული.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსს 14 425 ადამიანი ემსხვერპლა.