243
თემქაზე, ზღვის უბანში, სანატორიუმ “ქართლთან” მიმდინარე აქციაზე მამაკაცმა თავი მოიკლა. ის პროტესტის ნიშნად შენობის სახურავიდან გადმოხტა.
პროტესტის დანარჩენი მონაწილეების თქმით, მამაკაცმა აღნიშნული ყურადღების მისაქცევად გააკეთა, რადგან რამდენიმე დღიანი აქცია მთავრობამ უყურადღებოდ დატოვა.
ამ წუთებში ადგილზე ხმაურია. სანატორიუმ “ქართლის” მიმდებარე ტერიტორიიდან ადგილობრივები პოლიციასა და სამხარაულის ექსპერტიზის თანამშრომლებს არ აძლევენ ცხედრის გადასვენების საშუალებას. მათი თქმით, გარდაცვლილის ცხედრის გადასვენების უფლებას მანამ არ მისცემენ, სანამ ადგილზე მერიისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არ მივლენ და მათ პრობლემებს არ გაეცნობიან.