აზარაშვილი სოცაგენტებზე: ფუნქციებიდან და დატვირთულობიდან გამომდინარე, ხელფასი არის ადეკვატური

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

სოციალური აგენტების ხელფასი ადეკვატურია – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან 300-მდე სოციალურ აგენტს უპასუხა, რომლების გაიფიცნენ და დღეიდან სამსახურში არ ცხადდებიან.

​სოციალური აგენტების ხელფასის განხილვა მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში. წინა კვირაში მივიღეთ გადაწყვეტილება და ზოგ შემთხვევაში 60%-იანი მატებაც არის. ხელფასის გარდა, მათ შეუძლიათ, გამომუშავებით მიიღონ შემოსავალი და ისიც ყოველ შევსებულ დეკლარაციაზე 6-დან 10 ლარამდე გაიზარდა. ჯამურად, შეუძლიათ ფიქსირებულზე 2-ჯერ მეტი ხელფასი აიღონ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ  მათი ფუნქციებიდან, დატვირთულობიდან და სამუშაო დღიდან გამომდინარე, ხელფასი არის ადეკვატური”. – თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

სოციალური აგენტების განცხადებით, ისინი სამინისტროსგან უყურადღებოდ არიან. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის 100%-იანი ზრდა, სამგზავრო თანხის გამოყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევაა. ამჟამად სოციალური აგენტების ხელფასი 200 ლარია. ჯანდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ სოციალური აგენტების და სააგენტოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურება თებერვლიდან 100%-ით გაიზრდება, თუმცა სოცაგენტებისთვის აღნიშნული წინადადება მიუღებელია, რადგან ის წინა პროტესტის დროს, 2021 წლის ნოემბერში გაცემულ პირობაზე უარესია.

You may also like

Leave a Comment