მინდობით აღზრდის ანაზღაურება იზრდება

by ვაჩე ხრიკული
0 comment

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებაში „სოციალური დახმარების შესახებ“ ცვლილება შევიდა და მინდობით აღზრდის ანაზღაურება გაიზარდა.

„ცვლილების მიხედვით, რეგულარული მინდობით აღზრდის ანაზღაურება დღეში 16 ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდა, ნათესაური მინდობით აღზრდა კი  – თვეში 200 ლარიდან 230 ლარამდე. ხოლო ნათესაურ მინდობით აღზრდაში განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვის შემთხვევაში ანაზღაურება 375 ლარის ნაცვლად 400 ლარი იქნება, სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის, გადაუდებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვისთვის და ჩამნაცვლებელ მინდობით აღზრდაში განთავსებული განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვისთვის ერთი კალენდარული დღის ანაზღაურება 30 ლარიდან 35 ლარამდე გაიზარდა.

ასევე, გაიმიჯნა მინდობით აღზრდაში მყოფი 2 წლამდე ბავშვები და ერთი კალენდარული დღის ანაზღაურება ნაცვლად 16 ლარისა  35 ლარი იქნება. გარდა ამისა, 18 წელს ზემოთ შშმ პირისთვის, რომელიც მინიმუმ ორი წელია იმყოფება მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში და საჭიროებს სახელმწიფო მზრუნველობაში დარჩენას,  სახელმწიფო მზრუნველობაში ყოფნის ანაზღაურება სრულ თვეზე 600 ლარს შეადგენს“- წერია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

You may also like

Leave a Comment